ჩვენს შესახებ
GOPAY.GE შეიქმნა ერთი მიზნით — ინტერნეტ და ტელევიზიის პროვაიდერებს გავუმარტივოთ ყოველდღიური ოპერაციები. აბონენტების მართვა, ბილინგი, გადახდები, ტექნიკური სერვისი — სისტემა ყველაფერს ერთ პანელში აერთიანებს.
რატომ GOPAY.GE?
სისტემა შექმნილია ქართული საჭიროებების გათვალისწინებით — ქართული ინტერფეისი, ლარში ანგარიშსწორება, ადგილობრივი გადახდის სისტემები.
Cloud-ზე მუშაობს. არ გჭირდებათ სერვერი, ტექნიკოსი ან დამატებითი ინფრასტრუქტურა. რეგისტრირდებით და იწყებთ მუშაობას.
RADIUS, Flussonic, SMS Office, Telegram Bot, საბანკო API — ყველაფრის დაკავშირება ხდება ერთი პანელიდან.
თითოეული პროვაიდერის მონაცემები სრულად იზოლირებულია. თქვენს ინფორმაციას მხოლოდ თქვენ ხედავთ.
ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს სისტემის გაუმჯობესებაზე. ყოველთვიურად ემატება ახალი ფუნქციონალი, უმჯობესდება უსაფრთხოება და ოპტიმიზირებულია წარმადობა.